ჩვენი კომპანიის სამუშაოს ძირითადი პროფილია მსუბუქი და მზიდი ლითონკონსტრუქციების პროექტირება–დამზადება–მონტაჟი, მაგისტრალური და ტექნოლოგიური მილსადენების (ნავთობის, გაზის, წყლის და სხვა) პროექტირება–მონტაჟი. ნავთობის,გაზის და სხვადასხვა ტექნოლოგიური ტერმინალების კომპლექსური პროექტირება– მშენებლობა და შესაბამისი სპეციალისტების და ტექნოლოგების მოზიდვა. ჰიდროტექნიკური და ენერგატიკული ნაგებობების პროექტირება–მშენებლობა კომპლექტაცია.

ჩვენი კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური sპეციალისტებით, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი სერტიფიკატები ზემოთ აღნიშნული სამუშაოების საწარმოებლად, პროფესიული გამოცდილება მიღებული აქვთ ქარხანა–ფაბრიკების, ნავთობისა და გაზის ტერმინალების, პორტების, ნავთობის, გაზის, წყლის და სხვადასხვა ტექნიკური მილსადენების, რაიონული საქვაბეების, ხიდების, ენერგეტიკული ნაგებობების და სხვადასხვა მშენებლობებში.

კომპანიას გააჩნია სასწავლო უბანი, სადაც მიმდინარეობს ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული სწავლება.

კომპანიის ყველა თანამშრომელი დაზღვეულია სამედიცინო პოლისებით.

კომპანიას გააჩნია თავისი საწარმო–ტექნიკური ბაზა საჭირო ინფრასტრუქტურით.
ჩვენი კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ბათუმის ნავთობტერმინალთან, სადაც მიღებული აქვს მონაწილეობა შემდეგ სამუშაოებში:

1.ახალი 15 ერთეული რეზერვუარების მონტაჟი თავისი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით ;

2.თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა თავისი საკომპრესოროთი, სარკინიგზო ესტაკადით და მაგისტრალური მილსადენებით სატვირთო ნავმისადგომებამდე;

3.ნავთობპროდუქტების სარკინიგზო საჩამომსხმელო ესტაკადების რეკონსტრუქცია –6 ერთეული;

4.ნავთობპროდუქტების და ხანძარსაწინააღმდეგო სატუმბო სადგურების მშენებლობა –7 ერთეული;

5. მაბლოკირებელი 15 ერთეული 300-500მმ მილსადენების მონტაჟი,თავისი საყრდენი ლითონკონსტრუქციებით : ნავთობტერმინალის ძირითადი ტერიტორიდან – სატვირთო ნავ-მისადგომამდე 28კმ;

6.მაბლოკირებელი 2 ერთეული 500მმ და 700მმ მილსადენების მონტაჟი: ნავთობტერმინალის ძირითადი ტერიტორიიდან – კაპრეშუმის ნავთობბაზამდე – 14კმ, მდინარეზე 2 აკვედუკური გადასასვლელით;

7.ოთხხაზიანი სარკინიგზო მაგისტრალების გადაკვეთაზე მიწის ქვეშ ღია გვირაბული მეთოდით 15 მაბლოკირებელი მილსადენების მონტაჟი თავისი გარსაცმებით 3მ სიღრმეზე;

8.ნავთობტერმინალის ცენტრალური ტერიტორიის, ნავთის უბნის, ნავთობბაზის, კაპრეშუმის ბაზის და სატვირთო ნავმისადგომის აირგამწმენდი სისტემების მონტაჟი;

9. მოქმედი 39 ერთეული რეზერვუარების კაპიტალური რემონტი ;

10.ნავთობტერმინალის სხვადასხვა უბნებში საშუალო და მცირე ზომის სარემონტო სამუშაოები.
ჩვენი კომპანია მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს პარლამენტის შენობის, თბილისის და ყვარლის იუსტიციის სახლების ლითონკონსტრუქციების დამზადება- მონტაჟში (1200 ტონამდე ლითონის დამუშავება).

კომპანია დაჯილდოვებულია ეკონომიკის ვარსკლავის ორდენით, მედლით პროფესიული დამსახურებისთვის, მიენიჭა 2015 წლის დარგის ლიდერის წოდება, ასევე სხვადასხვა სიგელები და სერტიფიკატები.

საწარმოების საყოველთაო სახელმწიფო რეიტინგების 2013–2014 წლების შედეგების მიხედვით საქართველოს მასშტაბით ჩვენი კომპანია არის 43 ადგილზე (რეიტინგი ვერცხლი), ხოლო აჭარის მასშტაბით 4 ადგილზე (რეიტინგი ოქრო).

კომპანია აქტიურად მონაწილეობს სხადასხვა საქველმოქმედო აქციებში.